ეკონომიკის სამინისტრომ Black Sea Arena-ს დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
უწყებამ აღნიშნულ თანამდებობაზე საჭირო კადრის შესარჩევად განცხადება jobs.ge-ზე 21 იანვარს განათავსა; წინადადებების მიღება 31 იანვარს იწურება.
ანაზღაურება მითითებული არაა და წერია, რომ სარგო კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად განისაზღვრება.
სავალდებულო მოთხოვნების ჩამონათვალშია: უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზებისა და მომსახურების, PR-ის, მარკეტინგის, ტურიზმის ან კულტურის სფეროებში, მენეჯერად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, ინგლისური ენის ბრწყინვალედ ცოდნა;
სასურველი მოთხოვნები:
** მსხვილი და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება. დაინტერესებულმა პირმა განაცხადში უნდა ჩამოთვალოს მის მიერ მოწყობილი ღონისძიებები
** საერთაშორისო შოუ-ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან კავშირების ქონა
** პრომოუტერების, მუსიკოსების წარმომადგენლების, აგენტების და საერთაშორისო ღონისძიებების მომსახურების მიმწოდებლების საერთაშორისო ქსელის მეშვეობით ეფექტური შედეგების მიწოდების გამოცდილება
** საკონცერტო დარბაზის ეფექტური მენეჯმენტის გამოცდილება
ხელოვნების დარგის ცოდნა (თეატრი, მუსიკა, ფილმი და სხვ.)
** დამატებითი რეგიონალური ენის ცოდნა
საჭირო უნარები:
** შემოქმედებითობა
** ეფექტური კომუნიკაციის და ანგარიშგების უნარები (წერითი და ვერბალური) ქართულ და ინგლისურ ენებზე
** დაგეგმვისა და ორგანიზების მაღალი კულტურა, მათ შორის რესურსების განაწილების ოპტიმიზაცია (ადამიანები, სახსრები, აქტივები)
** საჯარო გამოსვლებისა და მასმედიასთან კარგი კომუნიკაციის უნარი.
ამ დრომდე Black Sea Arena-ს დირექტორის თანამდებობა ანი კავლელიშვილს ეკავა.
ცნობისთვის: შპს “ბლექ სი არენა ჯორჯიას” დირექტორის ძირითადი ფუნქციებია:
** კომპანიისთვის სტრატეგიული პარტნიორების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ქართველ და უცხოელ პრომოუტერებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** საკონცერტო კალენდრის დაგეგმვა;
** დაგეგმილი ღონისძიებებისთვის კონცეფციის შექმნა და მიმდინარე სამუშაო პროცესებში სრული ჩართულობა;
** დაგეგმილი ღონისძიებების ბილეთების ფას წარმოქმნაში გადაწყვეტილების მიღება და გაყიდვების კონტროლი;
** ღონისძიებების პროცესების შეუფერხებლად წარმოებაზე პასუხისმგებლობა.