ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Black Sea Arena-ზე ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელის Jessie J -ს კონცერტი გაიმართება
08 მაისი, 2019

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6  აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა Price Tag, Domino და Laserlight – კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე

TKT.ge –

Eventer.ge

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.