„ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის
16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის.
„როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა“-აცხადებენ „ბლექ სი არენაში“.
ბილეთების გაყიდვა დღეს საღამოს, რვა საათიდან ორ ინტერნეტპლატფორმაზე დაიწყება – tkt.ge და eventer.ge. ფასები დაიწყება 50 ლარიდან, 250 ლარი ბილეთის მაქსიმალური ფასია.
commersant.ge