ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ბლექ სი არენა” მართვის უფლებით განათლების და კულტურის სამინისტროს გადაეცა
05 მარტი, 2019

შავი ზღვის პირეთში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ მართვის უფლებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.

შესაბამისი განკარგულება მთავრობამ უკვე გამოსცა.

ამ დრომდე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ საკონცერტო დარბაზს სახელმწიფო შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ მართავდა.

ექს-პრემიერს ამ დარბაზის აშენება 200 მლნ ლარი დაუჯდა. დარბაზი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, გათვლილია 10 000-მდე მაყურებელზე, დაპროექტებულია უსაფრთხოების დაცვით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ის სახელმწიფოს 2016 წელს გადაეცა.

წყარო: GBC


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.