ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ბლექ სი არენას” დირექტორი: „ქართველი არტისტების კონცერტები ნაკლებად მომგებიანია“
29 მაისი, 2019

“ბლექ სი არენას” დირექტორის ტატო ხარჩილავას განცხადებით, საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი ქართველი არტისტების კონცერტები კომეციულად მომგებიანი არ არის, რადგან დაინტერესება, როგორც – ადგილობრივების, ასევე ტურისტების მხრიდან, უცხოელ შემსრულებლებზე იკვეთება.

„ქართველი არტისტები, რომლებთანაც მიდის მოლაპარაკებები, მაქსიმალურად გვინდა ისე შევფუთოთ, რომ ის მომგებიანი გახდეს. ეს ეხება მათ ვიზუალურ მხარეს და ახალ არანჟირებას ანუ გვინდა შევთავაზოთ მაყურებელს რაიმე ახალი და განსხვავებული, რომ ქართველებიც გავხადოთ საინტერესო, როგორც უშუალოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე – ტურისტებისთვის“, – ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ “ბლექ სი არენას” დირექტორმა ტატო ხარჩილავამ ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია, „ბლქ სი არენა” მომავალში ქვეყნისთვის მომგებიანი გახდეს და ამისთვის საჭიროა, მისი მასშტაბების გაფართოება და საერთაშორისო მასშტაბით, ცნობადობის გაზრდა.

„დიდი მუშაობა არის საჭირო, რომ “ბლქ სი არენა” ბოლომდე დაიტვირთოს და მაქსიმალურად ავითვისოთ არსებული პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია. ჩვენი მიზანია, რომ საკონცერტო დარბაზი გახდეს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომაც ჩამოვლენ ტურისტები საქართველოში სამოგზაუროდ და გარდა მთებისა, ზღვისა თუ ღვინისა, ეს კიდევ ერთი დამატებითი მოტივაცია გახდება მათთვის ქვეყნის დასათვალიერებლად“, – აღნიშნა ტატო ხარჩილავამ.

“ბლექ სი არენას” დირექტორის თქმითვე, წელს შერჩეული შემსრულებლები საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის გემოვნებაზეა მორგებული, რადგან სეზონის დაგვიანების გამო, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.

„მომავალ წლებში კი, გაცილებით მასშტაბური და ხმაურიანი პროექტებია დაგეგმილი“, – აღნიშნა მან.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.