ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
BLOOMBERG-ის გადამღები ჯგუფი საქართველოზე საიმიჯო რგოლებს მოამზადებს
19 აგვისტო, 2019

სექტემბერში საქართველოში Bloomberg-ის გადამღები ჯგუფი ჩამოვა, რომელიც “აწარმოე საქართველოსთან” გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე საქართველოზე საიმიჯო რგოლებს მოამზადებს.

სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ხელშეკრულება რომელიც Bloomberg-თან გაფორმდა რამდენიმე შესაძლებლობას ითვალისწინებს. მათ შორის დაგეგმილია ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის რეკლამირებისათვის საიმიჯო რგოლის მომზადება, რომელშიც მონაწილეობას მაღალი რანგის მენეჯერები მიიღებენ.

“Bloomberg-თან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა და ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან დროული და მნიშვნელოვანი. საკმაოდ საინტერესო კამპანია განხორციელდება, რომელშიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მედიასაშუალება დაგვეხმარება. გაკეთდება ქვეყნის საიმიჯო რგოლი. ამაში ჩავრთავთ ძალიან მსხვილ ინვესტორებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც საქართველოსთან შეხება ჰქონია. ესენი იქნებაინ ამ კომპანიების მმართველი რგოლის უმაღლესი რანგის მენეჯერები, რომლებიც საქართველოს და მის საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრებენ. ამას მოჰყვება მედია კამპანია, რომელიც Bloomberg-ის რამდენიმე საკომუნიკაციო არხით გავა”,- განმარტავს სააგენტოს “აწარმოს საქართველოში” ხელმძღვანელი.

კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც სააგენტოსა და მედია პლატფორმას შორის გაფორმდა “აწარმოე საქართველოს” “ბლუმბერგის” ტერმინალის დემო ვერსიაც გადაეცა, რომელიც მიხეილ ხიდურელის განმარტებით, მათ სამიზნე ინვესტორების მოძიებაში ეხმარებათ.

BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.