ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხის ნაკრძალში
03 სექტემბერი, 2018

ლაგოდეხის ნაკრძალმა უცხოელი ვიზიტორების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე წელს მეორედ გაიმართა.

ფესტივალს ადგილობრივებთან ერთად სტუმრობდნენ ტურისტებიც. წელს ბლუზის ფესტივალზე დამსწრეთა დაახლოებით 50% უცხოელი ტურისტებისგან შედგებოდა.

ფესტივალში ჩიკაგოს ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზ ვოკალისტი დეტრა ფარი, ასევე, ბლუზ ბენდი & გია ძაგნიძე მონაწილეობდნენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო შერონ ლუისი, მოდერნ ბლუზ ბენდი და სხვა.

ღონისძიება პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით, ფესტივალი ხელს უწყობს როგორც ქვეყნის, ასევე კახეთის და ლაგოდეხის პოპულარიზაციას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.