ტრადიციული თუშური გუდის ყველისა და სულგუნის ხელახალი რეგისტრაცია მოხდება. როგორც Bm.ge-ს “ელკანას“ დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ განუცხადა, ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თუშური გუდის ყველისა და სულგუნის წარმოების სპეციფიკაციების განსაზღვრაზე.
"თუშური გუდა და სულგუნი, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა უკვე რეგისტრირებული არის, მაგრამ როდესაც ეს რეგისტრაციის დოკუმენტი გაკეთდა, სახელმწიფოს მიერ მეწარმეებთან კონსულტაციები არ ყოფილა. არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც აუცილებელია, რომ რეგისტრაციის დროს იყოს გათვალისწინებული. ერთ-ერთი ასეთი საკითხია წარმოების ის ტრადიციული წესები, რომელიც მეწარმემ აუცილებელიდ უნდა დაიცვას, რომ ხარისხიანი პროდუქტი მიიღოს. დღევანდელი რეგულაციით კი რიგი საკითხები კანონგარეშა. მაგალითად, ყველის გუდაში დამზადება სახელმწიფოს მიერ უვნებელად არ არის აღარებული, ანუ გუდა იმ ჭურჭლის ჩამონათვალში არ არის, რომელიც სასურსათოდ უვნებელია. ეს საკითხები საჭიროებს მოგვარებას, რადგან მეწარმესთან რომ შემოწმებაზე მივა ვიღაც, არ აუკრძალოს მას წარმოება. ანუ, დღეისათვის არ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ამ ტრადიციული პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებს განსაზღვრავს“ - განაცხადა მარიამ ჯორჯაძემ.
"ელკანას“ ხელმძღვანელის განმარტებით, ასევე საუბარია ხის ინვენტარის გამოყენებაზე. სურსათის უვნებლობის თანახმად, ხის ინვენტარი არ არის უვნებელი, მაგრამ თუშური გუდის ყველის შემთხვევაში, არ შეიძლება მისი ლითონზე გადაზელვა, რადგან ის სწრაფად ცივდება და ვერ ხდება იმ ტემპერატურის უზრუნველყოფა, რაც ტრადიციული წესით ამ პროდუქტის დამზადებისთვის საჭიროა, რომელიც თავისი არსებობის ასეულ წლებს ითვლის.
Bm.ge წერს, რომ აღნიშნული კანონმდებლობის შექმნაზე მუშაობენ დღეს სახელმწიფოს დაკვეთით FAO-ს ექსპერტები. სამუშაო პროცესში ასევე ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ,,საქპატენტი“ და ,,ელკანა“.
როგორც "ელკანას“ ხელმძღვანნელი განმარტავს, ამჟამად დამკვდიდრებული "თუშური გუდის ყველის“ ნაცვლად მოხდება მისი აღნიშვა, როგორც ,,თუშური გუდა“ და ის მოიცავს როგორც ცხვრის, ასევე შერეულ და ძროხის ყველს. პროდუქტი მხოლოდ თუშეთის მაღალ მთიანეთში უნდა იყოს დამზადებული, გეოგრაფიულად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე და ზაფხულის პერიოდში. მწარმოებლებს, რომლებიც ჩამოთვლილ პირობებს არ დააკმაყოფილებენ, აღარ ექნებათ უფლება დააწერონ ყველს ,,თუშური გუდა“, ეს დარღვევა კანონით დასჯადი გახდება.
ჯორჯაძის თქმით, ამჟამად დაახლოებით 100-120 მწარმოებელია თუშეთში, ვინც ყველს ამზადებს, მაგრამ მათგან მხოლოდ ხუთი თუ აკეთბს ყველს გუდაში, არადა, ტრადიციული წესით ეს სავალდებულოა. შემდგომში მხოლოდ იმ ყველს დაეწერება ,,თუშური გუდა“, რომელიც გუდაში იქნება მომწიფებული.
www.travelingeorgia.ge