ტრადიციულ ქართულ ქვევრს 3D ტექნოლოგიით დაამზადებენ, - პროექტი qvevri.xyz-ს ეკუთვნის. როგორც BM წერს, qvevri.xyz-ის ავტორებმა ტექნოლოგიას უკვე მიაკვლიეს და 3D აპარატის საქართველოში ჩამოტანა სურთ, მათ 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი პირველი ქვევრის პროტოტიპიც შექმნეს.
„3D-ში შექმნილი საბოლოო ქვევრის ვარიანტი, დადებითი მახასიათებლებით იდენტურია ტრადიციულ ქვევრთან. რაც ყველაზე მთავარია, 3D-ში შექმნილ ქვევრს მოხსნილი აქვს ცუდი მახასიათებლები, რაც ტრადიციულს ახასიათებს, მაგალითად, ძველი ქვევრი 10-დან 5 მაინც ტყდება. 3D-ში შექმნილი ყველა მყარია და ამის შანსი ნულამდეა დასული, რადგან გამოწვის პროცესი უზრუნველყოფილია ავტომატიზებული ღუმელით, პროცესის მაღალი სიზუსტითა და ტემპერატურის მკაცრი კონტროლით. ამიტომ ამ ტექნოლოგიით დაბეჭდილი ქვევრი უფრო მდგრადია“, - აცხადებს BM.GE -სთან პროექტ QVEVRI.XYZ-ის ერთ-ერთი ავტორი, ნიკა გუჯეჯიანი.
პროექტის ავტორების მიზანია ქვევრი სხვა პროდუქტების მსგავსად მარტივად შესაძენი იყოს და არ იყოს ძნელად ხელმისაწვდომი.
ჯერჯერობით უცნობია ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ქვევრი გაყიდვაში როდის ჩაეშვება.
www.travelingeorgia.ge