ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
BM.GE: მთავრობა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ გაყიდვაზე ჩამოყალიბდა – საწყისი ფასი ცნობილია
22 ივლისი, 2019

საპარტნიორო ფონდს სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ პრივატიზაციასთან დაკავშირებით შეთავაზების პაკეტი მზად აქვს, – ამის შესახებ bm.ge-ის საპარტნიორო ფონდში იმ კითხვის პასუხად განუცხადეს, რომელიც სასტუმროს პრივატიზაციას შეეხებოდა.

„ბორჯომი ლიკანის“ გაყიდვასთან დაკავშირებით, შეთავაზების პაკეტი მზად არის. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემდეგ (სავარაუდოდ, შემდეგ კვირას) საჯაროდ გამოვაცხადებთ ინტერესის გამოხატვის შეახებ“, – განმარტეს ფონდში გასული კვირის ბოლოს.

კითხვაზე – რა იქნება სასტუმროს საწყისი ფასი, საპარტნიორო ფონდში გვითხრეს, რომ აღნიშნული ყველა პროცედურის გავლის შემდეგ გახდება საჯარო.

bm.ge-ის ინფორმაციით კი, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ საწყისი ფასი 38 მლნ დოლარია. გარდა ამისა, თუ მყიდველი არ გამოჩნდება, ფონდი მზადაა, დაინტერესებულ პირს სასტუმრო 10 წლით მართვის უფლებით გადასცეს – წელიწადში დაახლოებით, 3 მლნ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ: საპარტნიორო ფონდმა „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილი ყაზახებისგან 2018 წლის ივნისში გამოისყიდა; რამდენიმე თვით ადრე – გასული წლის მაისში კი, Rixos, რომელიც სასტუმროს მართვაში 2015 წლის თებერვლიდან იყო, მართვიდან გავიდა და სასტუმრო დღემდე „ბორჯომი ლიკანის“ სახელით ოპერირებს.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.