ფრანგული ნავთობკომპანია TotalEnergies 2022 წლიდან სარბოლო ავტომობილებს სრულად განახლებადი საწვავით გამართავს, რომელიც ღვინისგან მზადდება. როგორც სააგენტო Bloomberg წერს, პერსპექტივაში ავტოსპორტი გარემოსთვის მავნებელი აღარ იქნება.
TotalEnergies ახალ საწვავს ეთანოლისა და ფრანგული ღვინის მრეწველობის ნარჩენებისგან – ღვინის მთხლისგან და ჭაჭისგან დაამზადებს. თუ ბოლიდებს ამ საწვავით გამართავენ, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი სულ მცირე 65%–ით შემცირდება.
დასავლეთის საავტომობილო კლუბის პრეზიდენტი მიერ ფიიონი მიიჩნევს, რომ უახლოესი რბოლა „ლე–მანის 24 საათი“, რომელიც საფრანგეთში გაიმართება, საუკეთესო შესაძლებლობა იქნება ბიოსაწვავის დასატესტად. რბოლის მიზანია, დღე–ღამეში რაც შეიძლება მეტი მანძილი გაიარონ ავტოსპორტსმენებმა ისე, რომ არ დააზიანონ ავტომობილები.
სხვა პრესტიჟული ავტორბოლების ორგანიზატორებსა და მონაწილეებსაც აწუხებთ დეკარბონიზაციის საკითხი. მაგალითად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ იკისრა ვალდებულება, რომ „ფორმულა–1“ 2030 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალური გახდება. თუმცა, დღეისათვის საწვავში ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტების 10%–იანი შემცველობაც საკმარისია, რბოლაში მონაწილეობისთვის. ამერიკული რბოლების სერიაში „ინდიქარ“ კი მოითხოვენ, რომ ბოლიდების საწვავში 85% იყოს ეთანოლი, ხოლო 15% მაღალხარისხიანი სარბოლო საწვავი.
და მაინც, უშუალოდ რბოლის დროს არ გამოიყოფა იმდენი გამონაბოლქვი, რამდენიც ბოლიდების ტრანსპორტირების დროს. მაგალითად, 2018 წელს „ფორმულა–1“–მა 250 000 ტონა ნახშირბადი აწარმოა, საიდანაც უშულოდ ბოლიდებზე მხოლოდ 0,7% მოდის.
ბიოსაწვავის კიდევ ერთი სახეობის შესაქმნელად Porshe და ნავთობკომპანია Exxon გაერთიანდნენ. 2022 წლიდან ისინი „მწვანე“ წყალბადზე დამზადებულ სინთეტიკურ საწვავს შექმნიან. მათი პროგნოზით, Efuel ნახშირბათის გამოფრქვევას მიმდინარე დონიდან 85%–ით შემცირებას შეძლებენ.
ღვინის გარდა საავტომობილო საწვავში სხვა ალკოჰოლიც შეიძლება გამოიყენონ. მაგალითად, შოტლანდიური კომპანიამ Glenfiddich ვისკისგან დაიწყო საწვავის წარმოება. ალკოჰოლის წარმოების თხევადი ნარჩენებისგან ავტოგასამართ სადგურებს ნახშირბადის უმცირესი რაოდენობის შემცველობის გაზი მიეწოდება. ამ საწვვავით პროდუქტის გადასაზიდად სატვირთო ავტომობილები იმართება.