ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, პეტრე-პავლეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერასებზე ვაზის ნერგები დაირგო.
ბოლნური ღვინის პოპულარიზების მიზნით, მონასტრის ტერიტორიაზე, საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, სადაც 20 საოჯახო მარნის 40 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ადგილობრივი მეღვინეობის განვითარების მნიშვნელობაზებე აღნიშნა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ტურისტული კომპანიების, მეღვინეთა ასოციაციის და თემით დაინტერესებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტი უწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის პოპულარიზაციას. ადგილობრივი წარმოების ღვინო განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული მიმართულების, კიდევ უფრო მეტად განვითარება, ხელს უწყობს, როგორც რეგიონის ასევე ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ გაძლიერებას.
ქვემო ქართლს ღვინის წარმოების მიმართულებით უდიდესი ისტორია გააჩნია, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ არსებული რესურსი და პოტენციალი“-აღნიშნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.
www.travelingeorgia.ge