ბოლნისის სიონის მონასტრიდან წუღრუღაშენის მონასტრამდე ტურისტებს მისვლა გაუდვილდებათ
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოლნისის სიონის ტაძრიდან წუღრუღაშენის მონასტრამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშოებს დააფინანსებს.
ელექტრონული ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა.
დეპარტამენტის ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 4 თვის ვადაში დაასრულებს, პროექტის სატენდერო ღირებულება 1 506 202 ლარია.
პროექტის ფარგლებში დაიგება 1700 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, საგზაო ნიშნები, შემოფარგვლა და მონიშვნა.
www.travelingeorgia.ge