ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბოლნისის სიონთან ეთნო კულტურის ცენტრის მოწყობა იგეგმება
31 ივლისი, 2017

ბოლნისის სიონთან ეთნო კულტურის ცენტრის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ "საქმის კურსს" ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ცენტრის მშენებლობის დაწყება მიმდინარე წლის შემოდგომიდან იგეგმება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 300 ათასი ლარი იქნება. 

გრიგოლ ნემსაძის თქმით, ბოლნისის სიონთან მსგავსი ცენტრის განთავსება გარკვეულწილად ტურისტულ მარშრუტს შეკრავს. ადგილზე იგეგმება გასართობი და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაც. 

გუბერნატორის განმარტებით, რადგან ქვემო ქართლი ეთნიკურად მრავალფეროვანია ეთნო კულტურის ცენტრში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისთვის დამახასიათებელი კუთხეები მოეწყობა. ტურისტებს ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მასპინძლები დახვდებიან და ადგილზე მისულებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისთვის დამახასაითებელ საკვებსაც შესთავაზებენ.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.