ბოლნისში აგროცენტრი მოეწყობა ღვინის ჩამომსხმელი ხაზითა და ყველის შესაფუთი დანადგარებით
ბოლნისში ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ აგროცენტრის სერვისით ისარგებლონ, - აგროცენტრის მოწყობაზე ევროკავშირის საპილოტე პროექტი ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ღვინის ჩამოსასხმელი ხაზის, ყველისა და ბოლსტნეულის შესაფუთი დანადგარების შეძენა.
„ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ საერთო ბიუჯეტი 380 000 ევროა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია აქედან 60 000 ევროა. პროექტი განხორციელდება 3 წლის განმავლობაში. პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარ ინფრასტრუქტურასა და მეწარმეთა ბიზნეს ადმინისტრირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში თანხების ინვესტირებით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ერთად, ევროკავშირის საპილოტე პროექტი თბილისისა და გორის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.
www.travelingeorgia.ge