ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბოლნისში ტურისტების მისაზიდად სიძველეები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტი გახდება
19 თებერვალი, 2018

ბოლნისში ტურისტების მოზიდვას და დაინტერესების გზებს განიხილავენ.

ადგილობრივი მთავრობა ტურისტების მოსაზიდად ბოლნისის ღირსშესანიშნაობებისა და სიძველეების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტად ქცევას გეგმავს. 

ქვემო ქართლის რეგიონში ტურისტული ადგილებით დაინტერესებისა და მათი განვითარების გზებზე საკითხები ტურ-ოპერატორ “ინტერკონტინენტალთან” უკვე განიხილეს.

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშილი ტურიზმის განვითარებასთან მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის განვითარებას. აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი პირობების შექმნა მნიშვნელოვანია.

ბოლნისის ტურისტულად მიმზიდველი ობიექტები ბოლნისის სიონი, წმ.პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერი, ძველი გერმანული უბანი და საოჯახო ღვინის მარნები მერმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.

ფოტოს ავტორი ნინო ინაძე

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.