ბოლნისურ ღვინოებს შვეიცარიაში გაეცნენ. ქალაქ ბერნში, საქართველოს საელჩომ შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
საელჩოს ინიციატივით საღამოზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ღვინის კომპანიები და ქართული კულინარია.
კომპანია "არემჯის" კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც გაერთიანება ღვინო ბოლნისში შემავალი მეღვინეობების პროდუქციის ქვეყნის გარეთ პოპულარიზაციას და მათი სხვადასხვა ევროპულ ბაზრებზე წარგენას ითვალისწინებს, სპეციალურად ღონისძიებისთვის 14 მცირე ბოლნისური მარნის საუკეთესო ღვინო შეირჩა. საკუთარი კუთხის ღვინოები გაერთიანება ღვინო ბოლნისმა შვეიცარელ სტუმრებს პირველად წარუდგინა.
საქართველოს ელჩი შვეიცარიაში, რევაზ ლომინაძე აცხადებს, რომ განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის, რომ აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში უამრავი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
"ბოლნისური ღვინო ჩემთვის იყო აღმოჩენა და როგორც კი ამ აღმოჩენას მივაგენი იმ დღიდან ვფიქრობდი, რომ მისი პოპულარიზაცია მომეხდინა ჩემს შვეიცარელ მეგობრებში და გამოგვივიდა.“-აღნიშნავს რევაზ ლომინაძემ.
„არემჯის“ CSR მენეჯერის, ზურაბ დევდარიანის განცხადებით, ბოლო წლებში ბოლნისური ადგილწარმოშობის ღვინო ღირსეულად აგრძელებს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაცია. "არემჯი" გააგრძელებს ამ მიმართულებით კომპანიების მხარდაჭერას. ქალაქ ბოლნისში 17 ივნისს გერმანულ, ძველ უბანში „არემჯი“ წარადგენს ბოლნისის ღვინის ფესტივალს, სახელწოდებით „ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი“ და „ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს დააფუძნებს, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ მევენახე-მეღვინეებს პროდუქციის პოპულარიზაციაში. -აღნიშნავს დევდარიანი.
გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა, გურამ ავქოფაშვილის განცხადებით, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოსა და "არემჯის" დახმარებით 13-მა ბოლნისურმა მარანმა საზოგადოებას ბოლნისური ღვინოები წარუდგენა.
"ეს არის თეთრი და წითელი ღვინოები. ასევე გავმართეთ მოლაპარაკებები ღვინის ინდუსტრიით დაინტერესებულ კომპანიებთან, მწელებთან, ბლოგერებთან.“- განაცხადა გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა, გურამ ავქოფაშვილმა.
business-partner.ge