ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ბოლო 10-15 წლის მანძილზე მევენახეებსა და მეღვინეებს ასეთი რთული წელი არ ჰქონიათ"
11 სექტემბერი, 2023

„მევენახეებისა და მეღვინეებისთვის ერთერთი ყველაზე რთული წელი იყო ალბათ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში.“ - ამის შესახებ „აგროპარტნიორს“ „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელმა განუცხადა. როგორც იაგო ბიტარიშვილმა აღნიშნა, მოსავლის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლების გარდა, წელს ყურძნის ხარისხიც განსაკუთრებით დაბალია.

„ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ უკანასკნელ ხანს მომხდარი სტიქიური უბედურებით, რომელიც სეტყვაში გამოიხატებოდა. მთელი წლის განმავლობაში, დაწყებული გაზაფხულიდან იყო უამინდობა, დიდი ნალექი, რომელიც ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების განვითარებას. არამარტო საქართველოში, ევროპულ ქვეყნებშიც ერთერთი ყველაზე რთული წელია ამ კუთხით. ამან კი გამოიწვია როგორც დიდი რაოდენობით მოსავლის დაკარგვა, ასევე შენარჩუნებული მოსავლის ნაკლები ხარისხი. რაც პირდაპირ პროპორციულია ღვინის ხარისხთან და აქედან გამომდინარე, წელს როგორც მევენახეებს ისე მეღვინეებს გვაქვს ძალიან რთული წელი.“-აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

მისი განმარტებით, ღვინის ხარისხი ყველაზე მეტად დაკავშირებულია ვენახთან, მაღალი ხარისხის ღვინის დამზადება კი ძალიან რთულია, როცა არ გაქვს მაღალი ხარისხის ყურძენი.

"გადარჩენილი ვენახები შეიძლება მოვიძიოთ, გვაქვს ასეთი პრენცედენტებიც, საბედნიეროდ. მთლიანობაში, სანამ რთველი არ ჩაივლის, ამის სტატისტიკას ზუსტად ვერავინ იტყვის, მაგრამ დაახლოებით 60%-ით ნაკლები იქნება მიმდინარე წლის ყურძნის მოსავალი.“-აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

agropartner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.