ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში იახტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი
საქართველოში იახტებზე მაღალი მოთხოვნაა. მაჩვენებელი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2021 წელია, რაც პანდემიას უკავშირდება. თუმცა პანდემიის მიუხედავად მაჩვენებელი გაზრდილია 2020 წელს, რაც სავარაუდოდ წინა წლებში გაფორმებული კონტრაქტების ხარჯზეა.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო თვეებში იახტების შესყიდვა თითქმის 30-ჯერ გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 2,573 მლნ დოლარის ღირებულების იახტებია (როგორც გასართობი, ასევე სპორტული) შემოყვანილი, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მაჩვენებელი 87 230 დოლარს არ აღემატებოდა.
მიმდინარე წელს ყველაზე დიდი მოთხოვნა აპრილში იყო, როდესაც ქვეყანაში 1.762 მლნ დოლარის ღირებულების იახტების იმპორტი განხორციელდა.
იმპორტიორ ქვეყნებს შორის აშშ ლიდერობს 1.805 მლნ დოლარით, კორეა მეორე პოზიციაზეა კორეა (328 000 დოლარი), მესამე ადგილზე კი თურქეთი (189 530 დოლარი), იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა ესპანეთი, მექსიკა და იტალიაც.
საქართველოში იახტების იმპორტის მაჩვენებელი წლების მიხედვით:
• 2021 წელს 172 430 დოლარი;
• 2020 წელს 893 620 დოლარი;
• 2019 წელს 576 950 დოლარი;
• 2018 წელს 521 680 დოლარი;
• 2017 წელს 412 260 დოლარი;
• 2016 წელს 352 060 დოლარი;
• 2015 წელს 316 700 დოლარი;
commersant.ge