ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბორჯომ-ბაკურიანის ხაზზე „კუკუშკამ“ მოძრაობა განაახლა
02 ივლისი, 2018

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამ მოძრაობა განაახლა.

კუკუშკით ბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელი ტურისტები აქტიურად მგზავრობენ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა, რის გამოც კუკუშკის გადაადგილება შეფერხდა. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ამის გამო კუკუშკა ერთი კვირის განმავლობაში მუშაობას ვერ ახერხებდა.

ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია  „GR ბორჯომი - ბაკურიანი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.