ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულ პარკებს ყველაზე მრავალფეროვანი, დაცული ტერიტორიის ტიტული მენიჭა
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia გაიმართა, სადაც ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულ პარკებს ყველაზე მრავალფეროვანი, დაცული ტერიტორიის ტიტული მენიჭა.
წელს კონკურსში 11 დაცული ტერიტორია მონაწილეობდა. ხმის მიცემის ონლაინ პროცესით, სპეციალურმა ჟიურიმ ფინალისტები გამოავლინა. ესენია: კოლხეთის, ვაშლოვანის, მტირალას, მარტვილისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები.
ფოტო: tourguide.ge