ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულიპარკი გლობალური კონსერვაციის ფონდისგან (GC) დაფინანსებას მიიღებს, 3 წლისგანმავლობაში 250 000 დოლარს.
გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გლობალურიკონსერვაციისფონდს (GC) შორის, საგრანტო ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
„ვფიქრობთ, რომ ეს ტექნიკური დახმარება რომელსაც ვიღებთ გლობალური კონსერვაციის ფონდისგან დიდი შენაძენია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის და რეინჯერებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, უკეთ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.
თანამშრომლობის მიზანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების დაცვა და მართვის ეფექტურობის უზრუნველყოფა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს პარკის ტერიტორიაზე პატრულირების სისტემის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების უკეთ დაცვასა და ეფექტურ მართვას.
www.travelingeorgia.ge