ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლიკანის სასტუმროს მუშაობაზე მწვანე პასპორტებს გავლენა არ მოუხდენია
24 დეკემბერი, 2021

Borjomi Likani Health & Spa Centre-ის მუშაობაზე „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებას ხელი არ შეუშლია და მომხმარებელთა რაოდენობა უცვლელი დარჩა. როგორც „კომერსანტს“ Borjomi Likani Health & Spa Centre - ის ბრენდის განვითარების დირექტორმა ქეთი ნადარეიშვილმა უთხრა, სასტუმრო საახალწლოდ მომხმარებელს გალა ვახშამს და ადგილობრივი ბენდის შესრულებით ცოცხალი მუსიკის საღამოს სთავაზობს. მისივე თქმით, ახალი წლისთვის ნომრების დაჯავშნა აქტიურად მიმდინარებს.

„ვერ ვიტყვით, რომ მწვანე პასპორტების ამოქმედებამ მომხმარებელთა რაოდენობა შეცვალა, ზუსტად ისე ვაგრძელებთ მუშაობას, როგორი მოლოდინიც გვქონდა და როგორც ვმუშაობდით. ახალი წლისთვის ნომრების ნაწილი უკვე დაჯავშნილია“, - აღნიშნა ქეთი ნადარეიშვილმა.

ნადარეიშვილის თქმით, სასტუმრო Borjomi Likani Health & Spa Centre-ს როგორც ადგილობრივები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები სტუმრობენ, ტურისტები ძირითადად ყაზახეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან და საქართველოდან არიან.

რაც შეეხება ფასებს, ქეთი ნადარეიშვილი ამბობს, რომ 2019 წელთან შედარებით სასტუმროში განთავსების ფასი 30%-ით არის გაზრდილი, რამაც სასტუმროს შემოსავალიც გაზარდა.

„ჩვენთან სტუმრები ემირატებიდან, საუდის არაბეთიდან ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, ასევე გვყავს ქართველი დამსვენებლებიც, პანდემიის გამო 2019 წელთან შედარებით ფასის 30%-ით გაზრდა მოგვიწია, გაზრდილია სასტუმროს შემოსავალიც, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ქეთი ნადარეიშვილმა.

დღეის მონაცემებით სასტუმროში ერთი ღამით განთავსების საფასური 267 ლარიდან 912 ლარამდე მერყეობს. სასტუმროს ასევე აქვს საპრეზიდენტო ნომერი, რომლის ღირებულება დღეის მდგომარეობით 3320 ლარს შეადგენს

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.