ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბორჯომი სამუზეუმო ქალაქი
14 ივნისი, 2018

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობის რეაბილიტაციას, ერთი საიტი-ატრაქციის შექმნასა და ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში მოქცევას ითვალისწინებს პროექტი „ბორჯომი - სამუზეუმო ქალაქი“, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაციას დაექვემდებარება ახალი კავალერიის კორპუსში - გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი; რომანოვების ყოფილ კანცელარიაში - ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი; მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში - ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი; ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში - ბორჯომის მინერალური წყლის ისტორიის მუზეუმი; ლიკანის სასახლეში - სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი.

პროექტის ფარგლებში იგეგმება პირველი ორთქმავლისა და ცემი-ბაკურიანის ეიფელის სარკინიგზო ხიდის გამოყენებით მოეწყობა საიტი ღია ცის ქვეშ "პირველი რკინიგზა"


www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.