ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ბორჯომი ვერდე" გაფართოვდა
12 ივლისი, 2022

ბოლო წლების განმავლობაში, ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემების მიუხედავად, ბორჯომში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ბორჯომი ვერდე“   გაფართოვდა. 

როგორც სასტუმროს თანამფლობელი ხატია მელიქიძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სასტუმრო თავდაპირველად, 2017 წელს 1 ნომრისგან შედგებოდა,თუმცა, ახლა სასტუმრო 5 ადგილიანია. მისივე განცხადებით, მიმდინარე სეზონზე სასტუმროს ლუქსის ტიპის 1 ნომერი დაემატა, რამდენიმე თვეში კი  დაგეგმილია კიდევ 2 ლუქს ნომრის დამატება.

„ყველაფერი, რაც ჩვენს სასტუმროშია, გასნაკუთრებით ხის ინტერიერი, არის მეპატრონის და ოჯახის თოთოეული წევრის მიერ  გაკეთებული. არის ხელნაკეთი,რასაც ტურისტებში დიდი ეფექტის მოტანა შეუძლია“-აცხადებს მელიქიძე.

„ბორჯომი ვერდეს“ თანამფლობელი აღნიშნავს, ამ დროისთვის სასტუმრო აქტიურად მუშაობს, დამსვენებლები კი არიან როგორც ადგილობრივები, ისე სტუმრები ისრაელიდან. 

„წელს ბორჯომში  ზოგადად, დამსვენებლების უმეტესი ნაწილი  არაბული ქვეყნებიდანაა. ასევე არიან ისრაელიდან. რაც შეეხება მოლოდინს, აგვისტოს პირველი ნახევარზე ჯავშნები უკვე გვაქვს, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ასევე ველოდებით გააქტიურებულ  მოთხოვნას,“-აცხადებს მელიქიძე.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.