ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბორჯომში 1899 წელს აშენებული ჰესი აღდგება და ადგილზე სამუზეუმო სივრცე მოეწყობა
11 აგვისტო, 2017

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით. ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი ჰიდროელექტროსადგური ყოფილ რუსეთის იმპერიაში, ექსპულატაციაში შევიდა 1899 წლის 15 იანვარს. 

ელექტროსადგურში ფუნქციონირებდა პელტონის ტიპის ორი ტურბინა- გენერატორი, თითოეული 70 ც.ძ. სიმძლავრით. 1950 წელს ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება შეწყვიტა. 

ჰესს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ჰესის ჰიდროტექნიკური ნაწილის რეალიზებას, რაც გულისხმობს მდ. ბორჯომულაზე, ახალი სათავე კვანძის მოწყობას, საიდანაც სადერივაციო მილსადენის მეშვეობით ჰესის შენობა მომარაგდება წყლით. მილსადენის ბოლო მონაკვეთმა უნდა გაიაროს ზემო პლატოდან ჰესის შენობამდე არსებული ფერდობი. აღდგენილი ჰესის შენობის ერთ ნაწილში მოეწყობა პირვანდელი სახის სამუზეუმო სექცია ჰესის დაფუძნების დროინდელი ტურბინა-გენერატორისა და სხვა ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების დემონსტრირებით, ხოლო ჰესის შენობის მეორე ნაწილში განთავსდება თანამედროვე ელექტრო-მექანიკური მოწყობილობები, რომლის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგია ჩაირთვება საქართველოს ენერგო სისტემაში. 

განახლებული პროექტის ფარგლებში სადაწნეო აუზი აღარ შეასრულებს თავის პირვანდელ დანიშნულებას და ექნება მხოლოდ სამუზეუმო ელემენტის ფუნქცია. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.