ბორჯომის სტუმრებს, ტურისტებსა და დამთვალიერებლებს გოგიას ციხემდე მისვლა უფრო გაუადვილდებათ.
კულტურულ ძეგლამდე მისასვლელ გზაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო. რეაბილიტაცია სააკაძის ქუჩიდან გოგიას ციხემდე 100მ-მდე მონაკვეთს ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა-ბეტონის საფეხმავლო ბილიკი, კიბეები და მოაჯირები, განხორციელდა სამღებრო სამუშაოები.
სამუშაოების დაწყებამდე ძეგლამდე მისვლა მხოლოდ გრუნტის, მოუწესრიგებელი გზით იყო შესაძლებელი, წვიმიანი და თოვლიანი ამინდი კი გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებდა და სახიფათოს ხდიდა.
პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
www.travelingeorgia.ge