საქართველოს ბრიტანელი ღვინის იმპორტიორების, ჟურნალისტებისა და ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში ბრიტანელი პროფესიონალები იმერეთში, ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ შემდეგ კომპანიებს “ვარციხის მარანი”, “მეღვინეობა ხარება”, „გიორგი ნათენაძის მარანი”, “იაგოს მეღვინეობა”, “მეღვინეობა სთორი“, „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“, „მათრობელა ვაინსი“, „თელიანი ველი“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS“, „გიუაანი“ და „მეღვინეობა ლუკასი“ სტუმრობდნენ.
გაეცნენ ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მეურნეობაში, ეწვივნენ მეთუნე ზაზა კბილაშვილს,
თბილისში გამარტთულ დეგუსტაციაზე Speed tasting კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღვინის პროფესიონალებისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინათ და მიეღოთ კონსულტაცია მათგან.
ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრ სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანია Swirl Wine Group-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბრიტანელი პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.
www.travelingeorgia.ge