ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბრიტანული პრესა: თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დედაქალაქია, სადაც ტრადიციები და უახლესი კოსმოპოლიტიკური ტენდენციები ერთმანეთს ერწყმის
15 ოქტომბერი, 2020

თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დედაქალაქია, სადაც ტრადიციები და უახლესი კოსმოპოლიტიკური ტენდენციები ერთმანეთს ერწყმის, – ამის შესახებ WanderLust-ი წერს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, გასაგებია თუ რატომ სურდათ საქართველოს ძლიერ მეზობლებს – სპარსელებს, თურქებსა და რუსებს – ამ მიწის დაუფლება.

„თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დედაქალაქია, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ტრადიციები და უახლესი კოსმოპოლიტიკური ტენდენციები ერთმანეთს ერწყმის. თბილისის იდენტურობის საფუძველია მისი ისტორია: აქ ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, ლოცულობდნენ და იბრძოდნენ ადამიანები.

გასაგებია, თუ რატომ სურდათ საქართველოს ძლიერ მეზობლებს – სპარსელებს, თურქებსა და რუსებს – ამ მიწის დაუფლება. ბევრმა მათგანმა წარმატებიას მიაღწია, ცოტა ხნით მაინც, მაგრამ ქართველები გადარჩენის ოსტატები იყვნენ.

თბილისის მულტიკულტურალიზმი უდევს საფუძვლად მის ხელოვნებას, არქიტექტურასა და შემოქმედებით სტილს. თბილისს უყვარს განსხვავებულობა. მოემზადეთ გაოცებისთვის“, – წერია სტატიაში.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.