AZAL-ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს.
მარშრუტზე ფრენები 2019 წლის ივნისიდან დაიწყება. ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებაზე Buta Airways-ი კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას იფრენს.
Buta Airways-ის საიტზე ბილეთების რეალიზაცია დაწყებულია, ფასი 29 ევროდანაა.
www.travelingeorgia.ge