კბრენდი Calvin Klein მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში კიდევ ორ მაღაზიას გახსნის. Calvin Klein-ის გაყიდვების განვითარების ხელმძღვანელმა „საქმის კურსს“ უთხრა, რომ ამ ეტაპზე ბრენდმა ქართველ მომხმარებელს ორი ხაზი Calvin Klein Jeans და Calvin Klein underwear უკვე შესთავაზა, თუმცა მომავალში არ არის გამორიცხულ რომ ბრენდმა სხვა ხაზებიც წარმოადგინოს ქართულ ბაზარზე.
მომდევნო მაღაზიის ლოკაცია, სავარაუდოდ, ბათუმი იქნება.
“ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კიდევ ვგეგმავთ ორი მაღაზიის გახსნას. ჩვენ მომხმარებლებს არა მარტო Calvin Klein Jeans-ის ხაზს შევთავაზებთ, არამედ კიდევ სხვა ხაზებსაც. ჯერ ჩვენ ვერ ვასახელებთ ზუსტ ლოკაციებს, რადგან ეს კომერციული განხილვის საგანია. განვიხილავთ საქართველოს საკურორტო ზონებს”, - ამბობს კომპანიის გაყიდვების განვითარების ხელმძღვანელი სერგეი პარფინოვი.