ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
CASTELLO MARE: რუსეთის ავიასანქციების გამო 1,5 მლნ ლარის ჯავშნები გაგვიუქმდა
11 ივლისი, 2019

ციხისძირში მდებარე სასტუმრო Castello Mare-მ რუსეთის ავიასანქციების შედეგად 1.5 მლნ ლარის ზარალი ნახა. როგორც Castello Mare-ს მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი მანუ კუჭუხიძე აცხადებს, რუსმა ტურისტებმა ბოლო პერიოდში ჯავშნების 60-70% გააუქმეს.

„ჩვენი სასტუმროს ძირითადი დამსვენებელი ზაფხულის სეზონზე სტატისტიკურად დაახლოებით 60-70% რუსი ტურისტები იყვნენ. როდესაც რუსეთის პრეზიდენტის მიერ 8 ივლისიდან საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შეზღუდვა დაანონსდა, დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის ჯავშანი გაგვიუქმდა ანუ სრულად 60-70%.
რუსი ტურისტების ჩანაცვლების მიზნით მარკეტინგული აქციები დავიწყეთ ისეთ ონლაინ დაჯავშნის სისტემაში, როგორიც არის Booking.com, ასევე ზოგადად ფასდაკლებების აქციები დავიწყეთ აზერბაიჯანის, სომხეთის და უკრაინის ბაზარზე.

ქართული ბაზრისთვისაც გავაკეთეთ 20%-იანი ფასდაკლება. ასევე რამდენიმე ევროპულ ბაზარზეც ვმუშაობთ, მათ შორის როგორიც არის იტალია და გერმანია.

პოლონეთის ბაზარი ჩვენთვის არის საკმაოდ საინტერესო. ასევე, უზბეკეთის ბაზრიდან ივლისიდან დიდი რაოდენობის სტუმრების მიღებას ვიწყებთ და ამ ბაზრებზე აქცენტირებას ვაპირებთ.

რაც შეეხება ისრაელის და იორდანიის ბაზრებს, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, სეზონის ბოლოსთვის იორდანიიდან მივიღებთ სტუმრებს, ხოლო მომდევნო წლიდან ისრაელიდან,“ – აღნიშნა კუჭუხიძემ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.