ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
CASTELLO MARE-ს გაყიდვების მენეჯერისთვის ე.წ. რუსული ავიასანქციები „გარკვეული სტიმულია“
15 ივლისი, 2019

ზღვისპირა რეგიონში, ციხისძირში მდებარე სასტუმრო Castello Mare-ს მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი მანუ კუჭუხიძე აცხადებს, რომ ვითარება, რაც 20 ივნისიდან დღემდე რუსეთ-საქართველოს შორის შეიქმნა, სასტუმროების გააქტიურებისთვის გარკვეული სახის სტიმულია, რადგან ამ შემთხვევაში სხვა ბაზრების დივერსიფიცირება მოხდება.

„პანიკაში ნამდვილად არ ვართ, ასეთ სიტუაციაში პანიკაში ყოფნა არ შეიძლება და ამასთან, ეს უკეთეს შედეგს ვერ მოგვცემს. სიტუაცია, რაც რეალურად შეიქმნა, ჩვენი გააქტიურებისთვის გარკვეული სტიმულია.

ვფიქრობთ, რომ რუსეთის ბაზრის სხვა ბაზრებით ჩანაცვლებას მოვახდენთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რუსი ტურისტის გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით, რადგან უამრავი სხვა ბაზარია და სხვა ბაზრებით ჩანაცვლება გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მუშაობით, ასევე, სახელმწიფოს მხარდაჭერით შესაძლებელია.

საქართველო უამრავი ქვეყნისთვის არის საინტერესო, მითუმეტეს აჭარის რეგიონი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ სწორედ რუსი ტურისტისთვის აჭარის რეგიონი ძალიან საინტერესოა,“ – განმარტა კუჭუხიძემ და დასძინა, რომ  “რუსეთის ბაზრის დაკარგვა არ უნდა მოხდეს”.
შეგახსენებთ: Castello Mare-ს ინფორმაციით, მათ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გამო მილიონ ნახევარი ლარის ზარალი ნახეს, რადგან რუსმა ტურისტებმა ბოლო პერიოდში ჯავშნები სრულად გააუქმეს, რაც რიცხობრივად 60-70%-ია.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.