ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის ტყეში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და ტყის სახანძრო სპეცმანქანები. ურთულეს რელიეფზე ახალ სახანძრო მანქანებს ტყის მასივში წყლის მარაგი გადააქვთ.
ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობა.
www.travelingeorgia.ge