2023 წლის 4 ნოემბერს, თელავში ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი - „ჭაჭა“ 2023 გაიმართება.
ერეკლე მეფის მოედანი
12:00-18:00
-
„ჭაჭა“ ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნების და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობას კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან იღებენ.
პროგრამა:
12:00 ფესტივალის გახსნა მუსიკალურ- თეატრალიზებული მსვლელობით;
12:15 - 12:30 საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტი“ მიერ.
12:30 - 16:00 გამოფენა-გაყიდვა, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ჩართულობით:
-
ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
-
მონაწილეების მიერ საკუთარი კუთხეების წარდგენა, მათთვის დამახასიათებელი ეთნოსის, ტრადიციების და კულტურის წარმოჩინებით;
-
კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე და ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
-
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
-
მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ტრადიციულად საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეტარის მსახიობი ვანო იანტბელიძე წარუძღვება.
16:00 გამარჯვებულების დაჯიდლოვება 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის. (ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით; შესაბამისი მოწმობებით ფერმერებითვის, გლეხებისთვის და კომპანიებისთვის)
16:20 2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტის დაჯილდოება, რომელსაც ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან გადაეცემა ფულადი ჯილდო, მის ტერიტორიაზე არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.
16:30 - 18:00 ფესტივალის დახურვა - დასკვნითი კონცერტი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ სპექტაკლების „გაყრა“ და „შეყრა“ (რეჟისორი დავით დოიაშვილი) თეატრალიზებული მუსიკალური ნომრებით.
2023 წელს, პირველად, ფესტივალი ტარდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით.
ფესტივალის ორგანიზატორები:
-
საქართველოს კულტურის პალატა;
-
ტურიზმის განვითარების ასოციაცია;
-
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
ფესტივალის მხარდამჭერები:
-
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
-
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“;
-
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.