ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჩაკეტილი ახალგორი – ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე
03 ოქტომბერი, 2019

2 კვირის წინ, 10 სექტემბერს, ახალგორის რაიონის მოსახლეობამ კოლექტიური მიმართვა გაუგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს საქართველოსთან საზღვრის გახსნის თხოვნით.

მიმართვას ხელი მოაწერა 242 ადამიანმა. ისინი სთხოვდნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას გამშვები პუნქტის რაზდახანის გახსნას, ან თუნდაც უბრალოდ შექმნილ სიტუაციაში სიცხადის შეტანას – გაიხსნება თუ არა საზღვარი და თუ არა – რატომ?

თუმცა, წერილს არ მოჰყვა არანაირი რეაგირება. ახალგორელებს დღემდე არ მიუღიათ პასუხი – ერთადერთი რასაც ამბობენ, ისაა, რომ ახალგორის ე.წ. დეპუტატი ზაზა დრიაევი კარგად გაილანძღა ბიბილოვის მხრიდან იმის გამო, რომ ურჩია იქაურ მოსახლეობას წერილით მიმართვა მისთვის.

სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, მას არ უკვირს ე.წ. პრეზიდენტის დუმილი.

„ზუსტად 2 წლის წინ მეც მივმართე ბიბილოვს და პასუხი დღემდე არ მიმიღია. იგივე ბედი ელის ამ მიმართვასაც. აჯობებს წავიდნენ მასთნ მიღებაზე. გაუგებარია, რატომ არ შეუძლიათ შეგროვდნენ და ჰკითხონ – როდის გაიხსნება საზღვარი? არის თუ არა საშუალება კვირაში ერთხელ მაინც გაიხსნას საზღვარი იმისთვის, რომ თუნდაც ავადმყოფებმა შეძლონ მკურნალობის მიღება და წამლების ყიდვა?“ – ამბობს აქტივისტი.

სანამ ე.წ. პრეზიდენტი სდუმს, რაიონი ცოცხლობს ჭორებით, თითქოს “საზღვარი“ არ გაიხსნება ახალ წლამდე. ახალგორში გაიჭედნენ თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც უკვე დაეწყოთ სწავლა, გამოსაცვლელი და თბილის ტანსაცმლის გარეშე დარჩნენ მასწავლებლები, რომლებიც ჩამოდიოდნენ წეროვანიდან – ისინი უკვე ვერ ბრუნდებიან უკან.

თუმცა, ეს მხოლოდ ყოფითი სირთულეებია, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ავადმყოფები – “საზღვრის“ ჩაკეტვამ დააყენა ისინი სიკვდილის ზღვარზე.

პრობლემა იმაშია, რომ ახალგორში მცხოვრები ქართველებისთვის არსებობს თბილისში სამკურნალოდ ჩასვლის მხოლოდ ერთი გზა – ამჟამად დაკეტილი რაზდახანის გამშვები პუნქტი. ვლადიკავკაზში ისინი ვერ ჩადიან, რადგანაც ქართველებისთვის ეს გზაც ჩაკეტილია – მათთვისაც კი ვისაც აქვს სამხრეთ ოსეთის პასპორტი.

9 სექტემბერს ახალგორის საავადმყოფოში მოთავსებულ იყო 52 წლის მარია კენკაძე სოფელ კენკაანიდან – მან გადაიტან ინსულტი და იმყოფებოდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

ვერც ახალგორში და ვერც ცხინვალში მას ვერ აღმოუჩინეს სათანადო დახმარება – ერთი კვირის მანძილზე ის იყო მოთავსებული ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციაში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოუშვეს თბილისში – თუმცა, ის ჩამოიყვანეს იმდენად მძიმე მდგომარეობაში, რომ 4 დღის განმავლობაში ვერ გაუკეთეს ოპერაცია.

ჩაკეტილი საზღვრის პირობებში მოხერხდა თბილისში კიდევ 2 ავადმყოფის გადაყვანა – მარია კენკაძესგან განსხვავებით მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფები იყვნენ ოსები.

ტრანსპორტირების ნებართვის მიღებას დასჭირდა 10 დღე…

„ნებართვის მიღება არის ძალიან რთული და ხანგძლივი პროცედურა. შესაბამისი თხოვნით უნდა მიმართო ადგილობრივ ადმინისტრაცია, თუმცა, რაიონის ამჟამინდელი მეთაური წყვეტს საკითხს ძალიან ნელა. დემონსტრაციულად წელავს საკითხს, გვიჩვენებს – რასაც მინდა იმას გავაკეთებ – მოვინდომებ – გაგატარებთ, არ მოვინდომებ – დარჩებით აქ. არ გვესმის, რატომ გვექცევიან ასე? რა საფრთხის გამო ვართ აქ ჩაკეტილები? მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა თითქმის არასდროს არაა ადგილზე – როდესაც მოუნდებათ – მაშინ მოდიან,“ – ამბობენ ადგილობრივები.

ახალგორელი მასწავლებელი გადის რეაბილიტაციის პროცესს მძიმე ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ და იღებს სპეციალურ პრეპარატებს – წამლები დაუმთავრდა, ახალგორის და ცხინვალის აფთიაქებში ამ მედიკამენტების სახელებიც კი არ გაუგიათ. ქალი ითხოვს გასვლის ნებართვას, ან უკიდურეს შემთხვევაში, თბილისში მცხოვრები შვილებისთვის მისთვის წამლების მიწოდების ნებართვის მიცემას.

თუმცა, რაიონის ე.წ. ხელმძღვანელობა არ თმობს – საზღვარი ჩაკეტილია და გამონაკლისები დაუშვებელია.

ოსი საზოგადოებრივი აქტივისტი თემურ ცხურბატი დარწმუნებულია, რომ რადზახამის გამშვებ პუნქტს არაფერი აქვს საერთო ქართული მხარის მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დაყენებასთან, როგორც ამას ამტკიცებს ე.წ. ოფიციალური ცხინვალი.

„უსაფრთხოება ერთია, “საზღვრის“ დაკეტა კი – მეორე. ისინი კეტავენ გამშვებ პუნქტებს, “საზღვარი“ კი რჩება იქ სადა იყო. ნებისმიერი პოტენციური დივერსანტი მას ძალიან ადვილად გადაკვეთს. როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ ადამიანებს, მით უმეტეს მათ ჯანმრთელობას – საკითხი უნდა გადაწყდეს სწრაფად და ოპერატიულად. დაუშვებელია ადამიანების სიცოცხლით სპეკულირება პოლიტიკურ მიზნებით,“ – ამბობს ის.

ცხურბატის თქმით, თბილისში მედიცინის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე არათუ ცხინვალში, არამედ ვლადიკავკაზშიც.

„ჩრდილოეთ ოსეთიდან, ვლადიკავკაზიდან ჩადიან თბილისში სამკურნალოდ, და ეს არავისთვის არაა საიდუმლო. რატომ ვერ უნდა გააკეთონ იგივე ახალგორელებმა? მათი ჩაკეტვა – ველურობაა. მით უმეტეს, როდესაც ისინი არიან მძევლების მდგომარეობაში – ხან ატარებენ, ხან არა,“ – მიიჩნევს ოსი აქტივისტი.

30 სექტემბერს დილით გარდაიცვალა ერთ-ერთი ახალგორელი ქალის შვილი, რომელიც ცხოვრობდა წეროვანში. ქალი უკვე 2 დღე სთხოვს ადგილობრივ ადმინისტრაციას მისცემ მას შვილის დასაფლავებაზე დასწრების უფლება – თუმცა, რაიონული ადმინისტრაციის უფროსი აქაც ურყევია – “საზღვარი“ ჩაკეტილია და ის წეროვანში ვერ ჩავა.

ქალს ეუბნებიან – ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლია მხოლოდ ბიბილოვს.

„ველოდებით ზარს. ანატოლი ბიბილოვმა უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, ყოველთვის ასეა – როდესაც ხდება რაღაცა მზგავსი – გადაჰყავთ ისრები ე.წ. პრეზიდენტზე. თუმცა, არა მგონია ასე იყოს – უბრალოდ ადგილობრივი მაღალჩინოსნები იცილებენ პასუხისმგებლობას. ჩვენ უბრალოდ გვაფურთხებენ,“ – ამბობს მეარაყოშვილი.

მისი თქმით, სიტუაცია გართულდა ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

„ადრე ე.წ. ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო ვოვა გულიევი, რომელსაც გულთან ახლოს მიჰქონდა ადამიანების გასაჭირი, ამიტომაც ყველაფერს აკეთებდა სწრაფად. დღევანდელებს საერთოდ არაფერი ანაღვლებთ. რაღაცნაირი პატარა და ბოროტი ადამიანები მართავენ დღეს ახალგორს. პატარა, ბოროტი ადამიანები – ესაა ყველა პრობლემების წყარო,“ – თვლის სამოქალაქო აქტივისტი.

Ekhokavkaza.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.