ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Charles Rullo-მ ახალი პროდუქტი - Carles Rullo White შექმნა
29 იანვარი, 2024

ქართული თანამედროვე ჭაჭის შემქმნელი ბრენდი Charles Rullo, იგივე ჩაკი, ასორტიმენტს ზრდის.  წარმოებაში ჩაშვებულია და ძალიან მალე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიის ახალი პროდუქტი Charles Wite, რომელიც ჭაჭის კატეგორიაში გადის და განსხვავებული არომატის მქონე სასმელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ‘’ბიზნესპარტნიორთან“ Charles Rullo-ს თანადამფუძნებელი ლევან ჩიკვაიძე აცხადებს და ბრენდის შექმნის ისტორიასაც გვაცნობს.

,,პანდემიურ პერიოდში დავიწყეთ საქმიანობა, თუმცა წარმოებისათვის იდეა ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა. დაახლოებით 3 წელი დაგვჭირდა, რომ უნიკალური რეცეპტი მიგვეღო ჭაჭის ინსპირაციით - ოთხნახადი ჭაჭა შავი სტაფილოს შეფერილობით.  Charles Rullo Black-ს მომხმარებელი კარგად იცნობს. ამ ეტაპზე სიახლეა  Carles Rullo White, რომელიც ასევე ღვინის დისტილატია შავი სტაფილოს და შეზავების გარეშე. სასიამოვნო დასალევია როგორც ცალკე, ისე სხვადასხვა კოქტეილსა და მიქსებთან. განსხვავებული ტექნოლოგიაა, უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტია, რაც ბაზარზე სავარაუდოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს“, - აღნიშნავს ლევან ჩიკვაიძე.

მისი ინფორმაციით,  ბრენდს  აქვს პოტენციალი, თამამი სიტყვა თქვას ქართულ და  საერთაშორისო ბაზრებზე და მომხმარებლების ყურადღებაც მიიპყროს. ახალი ქართული ჭაჭის შემქმნელთა გუნდის სამომავლო გეგმაშია ექსპორტიც, თუმცა დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობენ.

როგორც ცნობილია, Carles Rullo ახალგაზრდა მეწარმეებმა - ლევან ტურძელაძემ და ლევან ჩიკვაიძემ შექმნეს. სწორედ მათ მიაგნეს ჭაჭის აქამდე უცნობ არომატს და საზოგადოებას მსგავსი პროდუქცია პირველებმა შესთავაზეს.

Charles Rullo Black -ი ამ ეტაპზე წარმოდგენილია ‘’ალკორიუმში“, ‘’სმაგლერსა“ და ბარ-რესტორნებში. სასმელის ღირებულება მაღაზიებში 42 ლარს შეადგენს, ბარ-რესტორნებში ფასი განსხვავებულია.

ცნობისთვის, სტარტაპი Carles Rullo 2020 წელს დაფუძნდა.  გარდა წარმოებისა, ბრენდი ფლობს საკუთარ ბარს  ამავე სახელწოდებით და ჯამში 13 ადამიანს ასაქმებს.

bm.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.