ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Check in Georgia 2016-ს სამ კონცერტზე ტურისტულებმა მხოლოდ 1071 ბილეთი შეიძინეს
27 სექტემბერი, 2017

Check in Georgia 2016-ის ფარგლებში, კორპორატიულ იურიდიულ პირებზე უფრო მეტი ბილეთის რეალიზაცია განხორციელდა, ვიდრე - ტურისტულ კომპანიებზე. 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამთავრობო პროექტთან დაკავშირებით მოპოვებული ახალი ინფორმაცია ექსკლუზიურად „საქმის კურსს“ მიაწოდა. 
საია-ს მიერ კულტურის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს სამ დიდ ღონისძიებაზე - ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და Maroon 5-ის კონცერტებზე, სულ გასაყიდი იყო 77 139 ბილეთი და გაიყიდა 73 420.

გაყიდული ბილეთებიდან ყველაზე მეტი - 67 827 ბილეთი ინტერნეტით შეიძინეს, 3 000 ბილეთამდე სალაროში გაიყიდა და 2 785 ბილეთი გაყიდა ასევე დამკვეთმა, ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტროს სიპმა „შემოქმედებითი საქართველო“.

მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ტურისტულმა კომპანიებმა შეიძინეს - 1 071 ბილეთი, ხოლო კორპორატიულ იურიდიულ პირებზე უფრო მეტი - 1 714 ბილეთის რეალიზაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ იურიდიულ პირებს შორის ყველაზე მეტი ბილეთის კორპორატიული რეალიზაცია განხორციელდა შპს „დინამო არენაზე“ (425 ბილეთი), 379 ბილეთი იყიდეს „თიბისი ბანკიდან“, 100 ბილეთი შეიძინა შპს დაგიმ და ა.შ.

www.bm.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.