პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ცნობილმა კომპოზიტორმა და მუსიკოსმა, დათო ევგენიძემ ბენდთან ერთად რეგიონებში კონცერტების სერია დაიწყო.
პირველი კონცერტი ბორჯომის პარკში გაიმართა. ღონისძიებას როგორც ადგილობრივები, ასევე ბორჯომში მყოფი ტურისტები დაესწრნენ.
კონცერტების განრიგი ასეთია: 14 ივლისს ახალციხეში, 4 აგვისტოს ზუგდიდში, 11 აგვისტოს ამბროლაურში, 18 აგვისტოს ქობულეთში და 15 სექტემბერი - თელავში.
Check in Georgia უკვე მესამედ ტარდება. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი მუსიკალური და სხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები საქართველოს მასშტაბით ტარდება.
Check in Georgia აუდიტორიას მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს - საქართველოს რამდენიმე რეგიონში კონცერტებს მართავენ: ანსამბლები: „სუხიშვილები“, „ერისიონი“ და „რუსთავი“, ასევე თბილისის სახ. კამერული ორკესტრი. პროექტის ფარგლებში იმართება საბალეტო ფესტივალი თბილისში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB საგურამოში,მუსიკის ფესტივალი Open Air“, „არტარეას“ ეზოს ფესტივალი და ა.შ.
www.travelingeorgia.ge