ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ჩემო კარგო“ - ადგილი სადაც სიყვარულით გემსახურებიან
10 ივლისი, 2018

თუ გსურთ, რომ საღამო მყუდრო გარემოში გაატაროთ და დააგემოვნოთ გემრიელი კერძები საგულდაგულოდ შერჩეულ მუსიკასთან ერთად, თანაც შორს წასვლაც არ მოგიწიოთ მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ რესტორნების ქსელს „ჩემო კარგო“-ს, რომელიც თბილისში, ყველა უბანში მდებარეობს.

„ჩემო კარგო“-ს მომხმარებელი „ორიგინალის“ სახელით იცნობს, რომელიც 2004 წლიდან ფუნქციონირებს და მოპოვებული აქვს რეპუტაციაც და მომხმარებლების სიყვარულიც. კომპანიამ რებრენდინგი 6 თვის წინ დაიწყო და შექმნა განახლებული, ორიგინალური, მყუდრო და თქვენზე მორგებული რესტორნების ქსელი.

სახელწოდება ყველა ქართველისთვის საყვარელი და სტუმართმოყვარეობისთვის დამახასიათებელი ფრაზებიდან მომდინარეობს, როგორიცაა „რას ინებებთ, ჩემო კარგო?“, „მადლობა, ჩემო კარგო“.

აქ გარემო მართლაც, ყველა სტუმრისთვის საყვარელია. გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით და გულთბილი მომსახურე პერსონალით, რომლებიც თავს თქვენთვის საყვარელ კუთხეში, სოფელში ან სულაც თქვენს მამაპაპისეულ კარ-მიდამოში გაგრძნობინებენ.

აქ დამზადებული კერძები სხვას არ გავს. ჩვენ გაგიმხელთ, რამდენიმე საიდუმლოს რაც მათ კერძებს განსაკუთრებულობას და არომატულობას სძენს.



„ჩემო კარგოში“ ყველა კერძს აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტებისგან ამზადებენ, ეს პროდუქტები კი საქართველოს  სხვადასხვა კუთხიდანაა მოწოდებული. მაგალითად, მოხევური ხინკალისთვის კვლიავი ყაზბეგიდან ჩამოაქვთ, ჭადის ფქვილი – სამეგრელოდან, კუბდარის სუნელები – მესტიიდან, ნედლი ხორცის მიღება კი კახეთიდან ხდება ყოველდღიურად.

აქ ხარისხზე განსაკუთრებულად ზრუნავენ,   სწორედ ამიტომაა ყველა კერძი გამორჩეული და დასამახსოვრებელი თავისი არომატითა და გემოთი.

საქართველოს ყველა კუთხეს რომ გამორჩეული სამზარეულო აქვს, ალბათ ყველა დამეთანხმებით. სწორედ ამიტომ „ჩემო კარგო“ მომხმარებლებს კონკრეტული კუთხეებითვის დამახასიათებელი კერძების მიქსს სთავაზობს, ამ მიქსებს კი სიმბოლუად კუთხური სიმღერების სახელწოდებები აქვთ, რადგან საქართული სუფრა სიღმერის გარეშე არავის წარმოუდგენია.

კუთხური მიქსები კი ასე გამოიყურება:

კახური მრავალჟამიერი , რომელიც განკუთვნილია  5-9  პერსონაზე. შედგება ხაშლამის, გუდის ყველის, კახური მზესუმზირის ზეთის,   მწვანილის,  ადგილზე ბუხარში გამომცხვარი პურისა და  კახური ღვინით.

მეგრული ნანა  შედგება მეგრული კუპატის, ღომის, გებჟალიას, ბაჟესა და კიტრისა და პამიდვრის ნიგვზიანი სალათით.

იმერული ნანნინა კი ასე გამოიყურება: სოფლის დაბრაწული წიწილა,  იმერული ყველი, პრასის სალათი და მჭადი კეცზე.

დასაწყისშივე გავუსვით ხაზი, რომ “ჩემო კარგო“-ში სიმყუდროვე და განსაკუთრებული გარემოა. ამ სიმყუდროვის შექმნაში თავის როლს ბუხარიც თამაშობს, რომელიც განთავსებულია  „ჩემო კარგო“-ს  ყველა რესტორანში, დარბაზის ცენტრალურ ლოკაციებზე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დააკვირდეს უშუალოდ პრეცესს, თუ როგორ მზადეება აჭარული ხაჭაპური, კუბდარი, ლობიანი თუ  თუ სხვას ცომეული.

„ჩემო კარგო“ მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე, „ორიგინალ ჯგუფი“ ნებისმიერი სტუმრის კომფორტზე ზრუნავს. სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მათი ყველა რესტორანი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, ასევე სუსტი მხედველობის მომხმარებლებისთვის. სპეციალურად მაათვის მენიუ ბრალის შრიფტითაა დაბეჭდილი.

თუ თქვენ ვერ ახერხებთ ადგილზე მისვლას და გსურთ „ჩემო კარგოს“ კერძები მიირთვათ, ამაში აპლიკაცია დაგემახრებათ, რომლის  მეშვეობით თქვენ დაზოგავთ დროს, ენერგიას და მიიღებთ მრავალფეროვანი, უგემრიესლესი ქართული (ევროპული ) კერძების ასორტიმენტის არჩევანს. თქვენს არჩეულ კერძებს კი კურიერი ადგილზე მოგართმევთ. ამისათვის კი უნდა დარეკოთ ნომერზე: +995 571 10 30 10 , 322 69 30 10.

ასევე ფუნქციონირებს საიტი chemokargo.ge, რომელიც მომხმარებელს უქმნის კომფორტს, სახლიდან გაუსვლელად დაჯავშნოს და შეარჩიოს სასურველი მენიუ, დაათვალიეროს სიახლეები და მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი ივენთევბის შესახებ.

მიუხედავად იმისა რომ ჩემო კარგო ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნების ქსელია, ის მაინც არ წყვეტს განვითარებას და სამომავლო გეგმებიც ძალიან დიდი აქვს. მალე თბილისის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ფილიალს გახსნის, ასევე გეგმავს ლუდსახარშისა და ფერმის გაკეთებას.

გირჩევთ, აუცილებლად ესტუმროთ „ჩემო კარგოს“. მყუდრო გარემოში მიირთვათ ქართული და ევროპული კერძები, რომელიც თავისი გემოთი და არომატით თავს აუცილებლად დაგამახსოვრებთ. თუ ხარისხი და მომსახურება თქვენთვის მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, ეს ადგილი თქვენთვის ერთ-ერთ საყვარელ რესტორნად იქცევა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.