ჩეხი ინვესტორები სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავენ
სამეგრელო- ზემო სვანეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. პროექტს რეგიონში ჩეხი ინვესტორები განახორციელებენ.
თანამშრომლობის მემორანდუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ ჩეხური კომპანია Lichy Сonsulting-ის შვილობილ კომპანია INVEST GROUP GE-სთან გააფორმა.
მემორანდუმი მხარეებს შორის ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. რაც მიზნად ისახავს - ტურიზმის სფეროს განვითარებას და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას.
Lichy Сonsulting-ი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს 5 თვის გამავლობაში სწავლობდა.
www.travelingeorgia.ge