ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე 28 მარტიდან ბრუნდება
15 მარტი, 2021

ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს ბაზარზე ბრუნდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში დაუდასტურეს China Southern Airlines-ი ​ რეგულარულ ფრენებს პეკინი-ურიუმჩი-თბილისი-ურუმში-პეკინის საჰაერო ხაზზე 28 მარტიდან განაახლებს. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით (ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი) მოახდენს ოპერირებას.

პანდემიამდე  China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით ახორციელებდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სამგზავრო რეგულარული ფრენები იანვრის ბოლოს შეაჩერა, რაც COVID-19-ის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარეობდა. თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს 21 მარტიდან ყველა მიმართულებით რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვების დაწესება დასჭირდა.

ავიაკომპანია China Southern Airlines-ი არის ჩინეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია. ავიაკომპანიის მთავარი ოფისი მდებარეობს გუანჯოუში. ავიაკომპანია დაარსდა 1988 წელს.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.