ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ჩინელების ძირითადი მოთხოვნაა, მოგზაურობისას ჩინური კულინარია იყოს რეგიონში, ასევე – შოპინგი“
12 აპრილი, 2019

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ჩინეთის ტურისტული ბაზრის ათვისება პრიორიტეტული საკითხია და ადამინისტრაცია ამ კუთხით აქტიურად მუშაობს. 

როგორც ქვრივიშვილმა  „საქმის კურსში“ განაცხადა, ჩინელი ტურისტების მოთხოვნა კულნარიის, შოპინგის და კულტურული ტურიზმის განვითარებაა.„აშშ, იაპონია და ჩინეთი ჩვენი ახალი სამიზნე ბაზრებია. ჩვენ ვცდილობთ, მივჰყვეთ მსოფლიო ტრენდებს, რომელიც დამყარებულია რეალურ რიცხვებზე. ჩინეთი ნომერ პირველი სამიზნე აუდიტორიაა ყველა ქვეყნისთვის და ბუნებრივია, ჩვენი პოზიციონირება არსებულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მოგზაურობისას ჩინური კულინარია უნდა იყოს რეგიონში, ასევე შოპინგი, კულტურული ტურიზმი და ა.შ. ამ თემებზე კერძო სექტორთან ერთად ვმუშაობთ. ასევე, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მომავალ კვირას ჩინეთში მიემგზავრება, სადაც ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას კერძო სექტორთან ერთად. აღსანიშნავია, რომ პირველი კვარტლის მონაცემებით, ჩინეთიდან ვიზიტორების საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს”, – განმარტა ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 334 მილიონი დოლარის (ზრდა +4.8%) შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 15 მილიონით მეტია. 

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  882,130 შეადგინა, რაც 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 42,590-ით მეტია (ზრდა +5.1%).

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.