ჩინეთმა 105-მდე აპლიკაცია აკრძალა, მათ შორის ცნობილი ამერიკული სამგზავრო აპლიკაცია TripAdvisor-ი. ქვეყანა აღნიშნულ აკრძალვებს პორნოგრაფიასთან, პროსტიტუციასთან, აზარტულ თამაშებთან და ძალადობასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, აკრძალული აპლიკაციების უმეტესობა ჩინურია. როგორც ქვეყნის კიბერ სივრცის ადმინისტრაცია აცხადებს, ყველა აკრძალულმა აპლიკაციამ კიბერ-კანონით გათვალისწინებული პირობა დაარღვია, თუმცა დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით არ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე გაუგებარი რჩება, თუ რატომ აკრძალა ჩინეთმა TripAdvisor-ი. BBC-იმ TripAdvisor-თან დაკავშირებაც სცადა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ისა და ჩინეთს შორის დაძაბულობა კიბერ სივრცეებთან დაკავშირებით პერიოდულად მატულობს, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ზაფხულის განმავლობაში TikTok-ის აკრძალვით იმუქრებოდა.
შეგახსენებთ, ჩინეთში დღემდე დაბლოკილია Google-ი, Facebook-ი და Twitter-ი.
www.bm.ge