ჩინური მედიაკომპანია MCZT საქართველოს შესახებ 40-მდე ვიდეოკლიპეს იღებს. 11 კაციანი გადამღები ჯგუფი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით პრესტურის ფარგლებში სტუმრობს.
2 კვირის განმავლობაში MCZT ჯგუფის წევრები თბილისს, თელავს, გორს, სტეფანწმინდას, ბორჯომს, წყალტუბოს, საირმეს, ბათუმს და ქედას ესტუმრნენ და პოპულარული ტურისტული ადგილების და ბალნეოლიგიური კურორტებზე ვიდეოკლიპები გადაიღეს.
კლიპები მედიაკომპანია MCZT-ის პლათფორმებზე განთავსდება და ჩინეთში 60 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს. პრესტურის მონაწილეებს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უმასპინძლა.
www.travelingeorgia.ge