ჭიხარულაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭიხარულაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეკლესია XIX საუკუნის შუა ხანებშია აგებული ,სავარაუდოდ ძველი ეკლესიის ადგილას.დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე.
ფასადი რუხი და მოყვითალო ბაზალტის თლილი ქვისაა. ალაგ-ალაგ წითელი ქვაც ურევია წყობაში.სარკმელები თაღოვანია.
დასავლეთის არქიტრაულ შესასვლელს მძლავრი არქივოლტი ამკობს.გვერდებზე კი ლივლები მიუყვება.დასავლეთის ფასადზე მარცხენა ფლანგზე თეთრ ქვაში ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა 1862-63 წწ. შესასვლელის თავზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. იგივე გამოსახულება მეორდება აღმოსავლეთ სარკმლის თავზეც.აქვს ჩაკვეთილი სიბრტყიანი თარო კარნიზი. დარბაზი გადახურულია კამარით.აღმოსავლეთით ორსაფეხურიან სატრიუმფო თაღიანი ნახევარწრიული აბსიდია.მის ჩრდილო გვერდზე თაღიანი ნიშაა.
www.travelingeorgia.ge