ჭუბერში პანელური სამხედრო ხიდის მონტაჟი ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი სპეციალური სანათების საშუალებით გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ხიდის აწყობის შედეგად შესაძლებელი იქნება მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე მძიმე ტექნიკის გადასვლა.
სტიქიის ზონაში მთელი დღის განმავლობაში გუშინ 60 ერთეული სამშენებლო ტექნიკა მუშაობდა.
მიმდინარეობს აღდგენითი და მდინარის ნაპირის გამაგრებითი სამუშაოები. მძიმე ტექნიკა მუშაობს ალტერნატიულ შემოვლითი გზის გაყვანაზეც. ტექნიკის ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური სანათების საშუალებებით იმუშავებს.
სტიქიის ზონაში აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლები, ჭუბერის აბონენტების ნახევარზე მეტისთვის ელექტრომომარაგება აღდგენილია.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან მოხალისეები, რომლებმაც გაწმენდით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტრომ ჭუბერში 50 მეტრიანი პანელურ ხიდი და 18 ერთეული სამხედრო-საინჟინრო ტექნიკა გააგზავნა.
www.travelingeorgia.ge