ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ჩურჩხელაზე გსმენიათ? - EBRD-ი " ბადაგის " ჩურჩხელაზე ინფორმაციას აქვეყნებს
25 დეკემბერი, 2023

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საკუთარ Facebook გვერდზე ქართული ჩურჩხელის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და გამომწრებს  მისი გასინჯვის რეკომენდაციას აძლევს.

"ჩურჩხელის შესახებ გსმენიათ?   "სნიკერსის" ქართული ვარიანტია, ჯანსაღი. ის მზადდება ყურძნის წვენისგან, თხილეულისა და ფქვილისგან. პროდუქტი ის ახალი წლისა და საშობაო სუფრის განუყოფელი ნაწილია და მას  მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ბაზარსა თუ დახლზე იპოვით,

ადგილობრივი ჩურჩხელის  ბაზრის ლიდერი კომპანიაა, ბადაგი / badagi,  რომელსაც აქვს ოთხი საცალო მაღაზია თბილისში, ერთი კი ბათუმში, ასევე იყიდება    Wendy’s-ისა  და Dunkin’ Donuts-ის ქართულ ქსელებში. 

ჩვენ დავეხმარეთ  ქართული ჩურჩხელის ბაზრის ლიდერს, “ბადაგს” ბიზნესის განვითარებაში, რაც ბანკის ექსპერტის ჩართულობას გულისხმობდა. ამ დახმარების საფუძველზე კომპანიამ წარმოების ხაზის განვითარება, ახალი კადრების აყვანა და ახალი ფილიალების გახსნა შეძლო,"-ნათქვამია EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

BP.GE

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.