ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით, ბევრი მოგზაური გადავარჩინეთ დაკარგვას - ბილიკი
12 იანვარი, 2021

რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" ტურისტული აპლიკაცია "ბილიკის" თანადამფუძნებელმა თორნიკე  ცირამუამ ისაუბრა. 

აპლიკაციამ "ბილიკი" თიბისის  გამარჯვებულის საუკეთესო სტარტაპის სტატუსი მოიპოვა.თორნიკე  ცირამუას განმარტებით, აპლიაციაში თიბისიმ გლობალური პერსპექტივა დაინახა.

პირველ  რიგში ვიტყვი  იმას, რომ გამარჯვების  შანსი ყველა ფინალისტს თანაბრად ჰქონდა, თუმცა ბილიკში  თიბისიმ გლობალურობის პერსპექტივა დაინახა, რადგან  "ბილიკს"  შეუძლია, საქართველო, ბუნების  ძეგლები და  ტურისტული ობიექტები გააცნოს, როგორც მთელ მსოფლიოს, ასევე  ქართველ მოგზაურებსაც. 

აპლიკაციაში ერთის მხრივ, მოქცეულია  ყველა ტურისტული ობიექტი და ღირსშესანიშნაობა, ხოლო მეორეს მხრივ ყველა ტურისტული ბიზნესი. ჩვენ ტურისტულ ინდუსტრიას და მოგზაურებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ -  აღნიშნა თორნიკე ცირამუამ.

კითხვაზე თუ  როგორ მუშაობდა აპლიკაცია შეზღუდვების პირობებში თორნიკე  ცირამუა პასუხობს, რომ შეზღუდვები ძირითადად ქალაქში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქმედებდა. ბილიკი კი მომხმარებელს  საშუალებას აძლევს, რომ ქალაქიდან გავიდეს,  თავშეყრის  ადგილებს მოერიდოს და საქართველოს  ღირსშესანიშნაობები გაიცნოს.

ბევრი ადამიანისგან მივიღეთ უკუკავშირი, ისინი კმაყოფილები  არიან. ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით  ბევრი  ადგილი  გაიცნეს, ასევე  მოგვწონს  ისიც რომ  ბევრი მოგზაური  გადავარჩინეთ  დაკარგვას, რადგან  ბილიკის  აპლიკაციის დახმარებით  მოახერხეს სწორ მარშრუტზე დაბრუნება.

2020 წელს ხევსურეთის აბუდელაურის  მიმართულება  იყო აქტუალური,  ასევე  ალაგეთის  ეროვნული პარკი  და ბორჯომის  დაცული  ტერიტორიები. -  აღნიშნავს  თორნიკე ცირამუა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.