ციხისძირში მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. პროექტის განხორციელების მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 90135 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია სასტუმროს მშენებლობა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში დაასრულოს, რისთვისაც მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ობიექტის საწყისი ღირებულება 13 მლნ 630 ათას ლარს შეადგენს და მისი გასხვისება 15 აგვისტოსთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება
www.bpi.ge.